ჩემს შესახებ

          სკოლაში შემთხვევით მოვხვდი-არ ყავდათ ქიმიის მასწავლებელი (სპეციალობით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი ვარ) და ...დღემდე შემოვრჩი სკოლას. ვამაყობ, რომ მაასწვლებელი ვარ- ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა. ყველა ბავშვი ჩემთვის უნიკალურია-თითოეულს გააჩნია რაღაც დადებითი. მიყვარს ჩემი საგანი და ვასწავლი სიყვარულით. მყავს მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ქიმია და ზარმაცი მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ქიმიის მასწავლებელი-ეს კი ჩემთვის ძალიან ბავრს ნიშნავს. არ მაშინებს სირთულეები, უკან დახევა არ მჩვევია-პერველივე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავედი-ვარ უფროსი მასწვლებელი. ჩემი სლოგანია "სწავლა სიბერემდე". მიუხედავად ინდეფერენტული დამოკიდებულებისა, კომპიუტერთან მუშაობაც ვისწავლე- ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში და ტესტების შედგენისას. სლაიდებზე მუშაობა კი ჩემი ჰობია.

No comments:

Post a Comment