Sunday, April 17, 2016
მეცხრე დღის რეფლექსიაა
დავასრულეთ პროექტის პროცედურებზე მუშაობა.
პროექტის გეგმის შაბლონს მივეცით საბოლოო სახე. პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგზე.
Saturday, April 16, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დავამუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. მოსწავლის სავატაუდო ნამუშევარი გადავიტანეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. ვემზადებით პრეზენტაციისათვის.
Monday, April 4, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე. ვიმუშავეთ დასწორებული პროექტის გეგმის შაბლონზე. შევქმენით Google Draive. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.
მივიღეთ დავალება:მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო საპრეზენტაციო ნამუშევარი.
Sunday, April 3, 2016
Saturday, April 2, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო! ბევრი რამ ვისწავლეთ(ყოველ შემთხვევაში, პირადად მე):
განვიხილეტ ჩვენს მიერ ძექმნილი ბუკლეტები, როგორ ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე.
მადლობა ჩვენს დაუღალავ ტრენერს ლალის!
ძალიან საინტერესო დღე იყო! ბევრი რამ ვისწავლეთ(ყოველ შემთხვევაში, პირადად მე):
განვიხილეტ ჩვენს მიერ ძექმნილი ბუკლეტები, როგორ ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, დავიწყეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე.
მადლობა ჩვენს დაუღალავ ტრენერს ლალის!
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი.
- რას უქადის სამყაროს დაბინძურებული ჰაერი?
- რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერის სისუფათავეზე ზრუნვა?
- როგორ აბინძურებენ ჰაერს ელექტროსადგურები და ავტოტრანსპორტი?
- როგორ ხდება "მჟავა წვიმების" წარმოქმნა და რა გავლენას ახდენს ბუნებაზე?
- რატომ წარმოიქმნება ოზონის ხვრელი და რა ზიანი მოაქვს მას?
- როგორ წარმოიქმნება "სათბურის ეფექტი" და რას გამოიწვევს მისი ზრდა?
- რა ალტერნატიული გზები არსებობს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად?.
შინაარსობრივი
- რა წყაროები და რა ნივთიერებები აბინძურებენ ჰაერს?
- რა არის" ფოტოქიმიური სმოგი"?
- რა არატრადიციული წყაროების გამოყენებაა დღეს შესაძლებელი?
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არატრადიციული ენერგეტიკის წყაროების გამოყენებას?
Sunday, March 13, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ესგ-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, უკვე ჩამოყალიბებული იდეის შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ,თუ რას შეძლებენ მოსწავლეები ამ პროექტის განხორციელებისას.
ვიმუშავეთ შაბლონზე, შევიტანეთ შესაბამისი ინორმაცია, ვიმუშავეთ ბუკლეტზე.
გავეცანით კოლეგების მიერ ჩამოყალიბებულ ამოცანებს და მივაწოდეთ შესაბამისი
კომენტარები.
ვიმუშავეთ შაბლონზე, შევიტანეთ შესაბამისი ინორმაცია, ვიმუშავეთ ბუკლეტზე.
გავეცანით კოლეგების მიერ ჩამოყალიბებულ ამოცანებს და მივაწოდეთ შესაბამისი
კომენტარები.
მოსწავლეთა ამოცანები/ სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით ჰაერის დაბინძურების შესახებ;
- მოძიებული ინფორმაციის მიხედვით განსაზღვრონ ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები, მათი წარმოშობის წყაროები, მოახდინონ კლასიფიკაცია და წარმოადგინონ ცხრილის სახით;
- გააცნობიერონ, რა ზიანს მოუტანსცოცხალ სამყაროს დაბინძურებული ჰაერი ("მჟავა წვიმები", "ფოტოქიმიური სმოგი", "ოზონის ხვრელი", " სათბურის ეფექტი")
- ჩაატარონ ექსპერიმენტი, მოახდინონ დაკვირვება, ანალიზი, გამოიტანონ დასკვნა და შეიმუშაონ რეკომენდაციები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად;
- იმსჯელონ ენერგიის არასტანდარტულ წყაროებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე;
- მოამზადონ პრეზენტაცია აუდიტორიასთან წარსადგენად..
Saturday, March 12, 2016
ბუკლეტი
პროექტებით სწავლება ეხება რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს, რომლებიც თვით მოსწავლეებმა უნდა გადაჭრან. პროექტებით მუშაობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება ანუ გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, განივითარონ შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობა.
მეორე დღის რეფლექსია
მოლოდინით მოვდივარ,რომ ვისწავლი ბევრ ახალს, რომელიც დამეხმარება შემდგომ მუშაობაში მოსწავლეებთან.
მოლოდინი გამართლებულია-ვსწავლობთ, თუ როგორ დავიწყოთ მუშაობა პროექტზე, როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა და მისი შინაარსი. ვისწავლეთ, როგორ გავამზადოთ ბუკლეტი. ტრენერი, ქალბატონი ლალი, საქმის ცოდნით უძღვება ტრენინგს და გვეხმარება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტი, რაც შეიძლება, კარგი გამოვიდეს.
მოლოდინი გამართლებულია-ვსწავლობთ, თუ როგორ დავიწყოთ მუშაობა პროექტზე, როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა და მისი შინაარსი. ვისწავლეთ, როგორ გავამზადოთ ბუკლეტი. ტრენერი, ქალბატონი ლალი, საქმის ცოდნით უძღვება ტრენინგს და გვეხმარება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტი, რაც შეიძლება, კარგი გამოვიდეს.
პროექტის იდეა
სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა, მისი დაცვა -მოვალეობა!!!
დაბინძურებული ჰაერი პირდაპირ ან ირიბად ზემოქმედებს ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, ნიადაგსა და წყალზე; ზემოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაცვა დამაბინძურებელი ნივთიერებებისაგან თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
მოსწავლეები ინფორმაციას ჰაერის დამაბინძურებელინივთიერებების, მათი წყაროებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ მოიძიებენ ინტერნეტით და შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით. გაანალიზებენ მოპოვებულ მასალას; მოახდენენ დამაბინძურებელი ნივთიერებების წყაროების კლასიფიკაციას; ჩაატარებენ ზოგიერთ ექსპერიმენტს. გააკეთებენ გასკვნას, რას უქადის კაცობრიობას დაბინძურებული ჰაერი. დასახავენ ალტერნატიულ გზებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად.
პროექტს წარმოადგენენ პრეზენტაციით..
Subscribe to:
Posts (Atom)